უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში პარასკევს შეხვდება, რათა ხელი მოეწეროს შეთანხმებას უკრაინის მიერ მინერალური რესურსების გაზიარებაზე. - ამის შესახებ BBC წერს.
შეთანხმება ითვალისწინებს “ინვესტიციურ ფონდს” უკრაინის აღდგენისთვის, თუმცა მისი დეტალები ჯერ არ გავრცელებულა. ეს იდეა ზელენსკიმ გასულ წელს წარმოადგინა, რათა აშშ-ს ჰქონდეს მიზეზი უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. როგორც უცხოური მედია წერს, მხარეებს შორის, შეთანხმების შინაარსის შესახებ, უთანხმოებაა. ტრამპი აცხადებს, რომ ეს “დიდი შეთანხმებაა”, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს “ფული დაუბრუნდეს”, ხოლო ზელენსკი მას “ფუნდამენტურ შეთანხმებას”, უწოდებს, რომელზეც დამოკიდებული იქნება შემდგომი თანამშრომლობა და ახალი შეთანხმებები.
ამასთან ტრამპმა განაცხადა, რომ რომ კიევმა უნდა დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება და რუსეთის ბრალდება გაიმეორა, რომ ეს საკითხი ომის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი იყო.
უკრაინა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, სადაც მსოფლიოს “მნიშვნელოვანი ნედლი მასალების” 5%-ია თავმოყრილი. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს თქმით, $350 მილიარდის ღირებულების რესურსები დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებში რჩება. ამასთან, პუტინმაც განაცხადა მზაობა ამერიკისთვის იშვიათი მინერალების მიწოდებაზე.