logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მდგრადი დაფინანსების მიმართ ცნობიერების კუთხით დიდი პროგრესი გვაქვს" - სალომე თვალოძე

მდგრადი დაფინანსების მიმართ ცნობიერების კუთხით დიდი პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა სალომე თვალოძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და პირველი გზამკვლევი 2019 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მეორე 2025 წელს. 

"მეორე გზამკვლევში ძირითადი მიმართულებები ისევ ის არის, რაც პირველ გზამკვლევში იყო წარმოდგენილი. ძირითადი მიმართულებები მდგრადი ფინანსურ ნაკადებს მოიცავს, ანუ როგორ შევუწყოთ ხელი მდგრადი ფინანსური პროდუქტების შექმნას და მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებას საქართველოში. მეორე მიმართულება კონცენტრირებას ახდეს რისკების მართვაზე კლიმატისა და სხვა საკითხების რისკების მართვაზე, მესამე არის გამჭვირვალობა და ანგარიშგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, მეორე გზამკვლევში გვაქვს მეოთხე, ახალი მიმართულება, რომელიც ეროვნული ბანკის "გამწვანებას" ითვალისწინებს. გარდა ამისა, გვაქვს დამატებითი გამჭოლი მიმართულებები, რომელიც ძირითადი მიმართულებების განხორციელებისთვის აუცილებელია. ეს მოიცავს მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას, კვალიფიკაციის ზრდას და ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ თანამშრომლობას და კოორდინაციას", - აცხადებს სალომე თვალოძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსის  ცნობით, ყველა ის აქტივობა, რომელიც პირველ გზამკვლევში იყო გაწერილი, განხორციელდა, რაც იმის საფუძველია, რომ საქართველოში მდგრადი განვითარება კიდევ უფრო განვითარდეს.

გამოგვყევით