logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა" - თიბისი კაპიტალი

"სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა" - თიბისი კაპიტალი

1744971240

"სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული,"- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ პუბლიკაციაში მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ აქვეყნებს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული,  მარტში სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. 

რაც შეეხება რესტორნებს, ამ სეგმენტში  უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 30 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა თითქმის 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

ცნობისთვის, 2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის მარტში.

გამოგვყევით