logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება" - "აწარმოე საქართველოში"

"მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება" - "აწარმოე საქართველოში"

1744912980

"მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდება კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება,"- ამის შესახებ  სააგენტო “აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო ფონდების განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

სააგენტოს ინფორმაციით, ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას.

უწყების ცნობით, ღონისძიება, რომელიც  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა, სიტყვით გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

პრეზენტაციები წარადგინეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის უფროსმა სპეციალისტმა შანტი დივაკარანმა.

გამოგვყევით