logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა

1744704823

დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ  ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს. 2024 წელს ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი იყო ესტუმრა.

29 აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია," - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით