logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი მსურველებს რეგულირების ლაბორატორიის სახალხო დაფინანსების სატესტო პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

სებ-ი მსურველებს რეგულირების ლაბორატორიის სახალხო დაფინანსების სატესტო პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

1744902474

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ სუბიექტებს რეგულირების ლაბორატორიის სახალხო დაფინანსების (crowdfunding) პროექტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.

დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარუდგინონ წილობრივი ფასიანი ქაღალდით ვაჭრობაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსების (equity crowdfunding) სქემები, რომლებიც უნდა იყოს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან შესაბამისობაში უნდა იყოს. აღნიშნულ სქემებს ეროვნული ბანკი განიხილავს სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რაც ითვალისწინებს სახალხო დაფინანსების სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას. მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგემება ამ მიმართულებით კანონპროექტის დრაფტის შემუშავებაც. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში მიმდინარე სატესტო პროექტი, წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს ფართო საკანონმდებლო და რეგულატორული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში.

პროექტის მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში, რეალურ გარემოში გამოსცადონ ბიზნეს-მოდელები სატესტო ეტაპისთვის დადგენილი შეზღუდვების (რომელიც მოიცავს თანხობრივ ლიმიტებს ინვესტორისა და პროექტის ავტორების მიმართ)  პირობებში. საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება პროექტში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ მხარეებს და მოელის განაცხადების შემოტანას საბროკერო ლიცენზიის მქონე ან საბროკერო ლიცენზიის მაძიებელი სუბიექტების მხრიდან.

წარმოდგენილი აპლიკაცია, მათ შორის, უნდა პასუხობდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • სახალხო დაფინანსების პლატფორმაზე განთავსებული თითოეული პროექტის მაქსიმალური მოცულობა;
  • ინდივიდუალურ პროექტზე განსახორციელებელი ინვესტიციისთვის დაწესებული ლიმიტი;
  • ინვესტორისთვის დაწესებული განხორციელებული ინვესტიციების ჯამური ლიმიტი.

ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ სექტორის განვითარებას და აღნიშნული პროექტიც ამ კონცეფციას ემსახურება. ეროვნული ბანკი მზადაა პროექტით დაინტერესებულ პირთა განაცხადები 2025 წლის 1-ელი მაისიდან მიიღოს. რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს - innovationoffice@nbg.gov.ge 

მოცემული არ უნდა იქნას აღქმული კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ ლიცენზიის გაცემასთან, მის რეგისტრაციასთან, აღიარებასთან, ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად ან/და მარეგულირებელი/საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების ან/და შეცვლის  ვალდებულებად.

სხვა სიახლეები

  • 17 აპრილი, 2025

    ღია ბანკინგის გამოყენებით ახალი, ინოვაციური სერვისების რაოდენობა იზრდება

  • 25 მარტი, 2025

    ღია ბანკინგის ეკოსისტემის გამოყენებით, ბაზარს კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური ბიზნეს მოდელი შეემატა

  • 19 მარტი, 2025

    საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა

გამოგვყევით