logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩვენთვის მთავარია შევძლოთ ხელფასებისა და კრედიტების გადახდა, წინ წავიდეთ" - პაატა კოკაია

"ჩვენთვის მთავარია შევძლოთ ხელფასებისა და კრედიტების გადახდა, წინ წავიდეთ" - პაატა კოკაია

1740684780

„ჩვენთვის, ანუ ბიზნესისთვის მთავარია შევძლოთ ხელფასების, კრედიტების გადახდა, წინ წავიდეთ, კიდევ მეტი ხალხი დავასაქმოთ. რა თქმა უნდა, ამისთვის გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში  „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ  განაცხადა.

მან „ინნ ჯგუფში“ შემავალი ბიზნესების საქმიანობასა და გასულ 2024 წლის მაჩვენებლებზე ისაუბრა, ასევე ბიზნესსექტორზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გავლენაც შეაფასა.

„ჯერჯერობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მაგალითად, იყო მოლოდინები, რომ დეველოპმენტში მოთხოვნა დაიკლებდა, გაყიდვები შემცირდებოდა. თუმცა, Colliers Georgia-ს  თანახმად,  2024 წელს 41 ათას ბინაზე მეტი გაიყიდა  და ეს არის 2%- უფრო მეტი, ვიდრე 2023 წლის მაჩვენებელი. ანუ, გაყიდვები არ შემცირებულა“, - აღნიშნა კოკაიამ.

მისი თქმით, დეკემბრის თვის პოლიტიკურ მოვლენებს დეველოპმენტზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია, თუმცა, ტურიზმის სექტორში კლება დაფიქსირდა .

„ჩვენს ქსელში შემავალი სასტუმროების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის ტურიზმით კმაყოფილები ვართ. „გუდაური ინნ“-ის დატვირთვით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყოდი თბილისსა და ქუთაისზე. აქ შარშანდელთან შედარებით 15%-იანი კლება დაფიქსირდა. ცხადია, კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ დეკემბრის მოვლენები იყო, რადგან, როცა არასტაბილურობაა, ტურისტი გაურბის ასეთ სიტუაციას. სწორედ იმიტომ, რომ ტურიზმი ძალიან მგრძნობიარე ყველა მოვლენის მიმართ, ჩვენ უფრო აქტიურად გადავერთეთ დეველოპმენტზე და მოვახდინეთ ჩვენი ბიზნესის დივერსიფიცირება“, - განმარტა „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა.

პაატა კოკაიას ინფორმაციით, „ინნ ჯგუფი“ სრულად ქართული კაპიტალით შექმნილი ჯგუფია, რომელსაც, დაახლოებით, 21-მდე პარტნიორი ჰყავს.

გამოგვყევით