logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ვახტანგ ჭარაია: საქართველოში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამოწვევების ფონზე, ფუფუნებაა

“მიუხედავად იმ ფონისა, რაც საქართველოს მიმართ არის ქვეყნის შიგნით თუ საზღვრებს გარეთ, ეკონომიკაში არც თუ ისე ცუდად ვართ” - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახერხებს საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებას.

“როდესაც თითქმის 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა, არ ნიშნავს, რომ ეს ყველაზე თანაბრად მოქმედებს, მათ შორის ფინანსურად, მაგრამ საერთო ჯამში, ქვეყნის ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამოწვევების ფონზე ფუფუნებაც კი არის და ამას არავინ ელოდა”, - განაცხადა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა. 

კითხვაზე - აქვს თუ არა ბიზნესს შიში, რომ "ხმის ამოღების" შემთხვევაში მათ პრობლემა შეექმნებათ, ჭარაია აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თუ ტელევიზიები ცდილობენ განწყობის შექმნას რომ ეს ასეა, თუმცა, აქციებს 1000-ზე მეტი ბიზნესი ხელს უწყობდა და აპიარებდა. 

"ოპოზიციურ პროექტებში, მსხვილი ბიზნესმენები, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესი აქტიურად მონაწილეობდა. თუ შიში არის, ეს არ დაიმალებოდა და მსგავსი ფაქტები ცნობილი გახდებოდა, საბედნიეროდ ასეთი ფაქტები არ გვაქვს და იმის თქმა, რომ მომავალში ამას უნდა ველოდოთ, უბრალოდ სპეკულაციაა და არაფრის მომცემია. შეიძლება პირიქითაც ვივაჭროთ, რომ უკეთესი მომავალი გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ არის ისეთი ვითარება, რომელიც ყველას გაგვიხარდება, ამიტომაა აქციებიც და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ფაქტია, რომ საკუთარი მოსახლეობის მიმართ ტერორით ეს ხელისუფლება ნამდვილად არ გამოირჩევა. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და გარეთ დასტაბილურდეს ვითარება და აღდგეს ის ურთიერთობები, რაც წლების წინ იყო, ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან სხვანაირად საქართველოს განვითარებას ვერ ვხედავ",- აღნიშნავს ჭარაია. 

მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს დასავლეთთან და ევროკავშირთან ერთად, თუმცა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. 

გამოგვყევით