"ქალაქში ჩინელი ტურისტების აქტივობა გაზრდილია და ეს ტენდენცია გრძელდება", - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან "ბიზნესპარტნიორს" აცნობეს.
მათივე ცნობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის, შესაბამისად, ქალაქში ჩინელი ტურისტების აქტივობა გაზრდილია.
ქუთაისში, ბოლო პერიოდში, რამდენიმე სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის აღსანიშნავია ცენტრალური ბაღის (ბულვარის) რეაბილიტაცია, განახლდა „ოქროს ჩარდახი“, სრულდება მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა-რესტავრაცია, მოეწყო რამდენიმე ახალი რეკრეაციული სივრცე და განახლდა უკვე არსებული სკვერები და სპორტული მოედნები.
ქალაქში, როგორც საერთაშორისო აეროპორტის მქონე ქალაქი და იმერეთის რეგიონის ცენტრი, მნიშვნელოვანი ტურისტული კვანძია. Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მრავალი ქალაქის მიმართულებით, ევროპელი ტურისტების მოზიდვას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.
ქუთაისში ტურისტული ობიექტების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იზრდება; ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: გაზრდილი მოთხოვნა განთავსებასა და სხვა ტურისტულ სერვისებზე, საერთაშორისო აეროპორტის როლი რაც უზრუნველყოფს ტურისტების სტაბილურ ნაკადს და მთავრობის მხარდაჭერა", - ნათქვამია ინფორმაციაში.