საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე, დავით ნინიაშვილი, „მეტროპოლის“ ბრენდ ამბასადორი გახდა. თანამშრომლობა ოფიციალური მემორანდუმით გაფორმდა, რომელიც საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებასა და საინტერესო პარტნიორობას ისახავს მიზნად. სპორტსმენი „მეტროპოლთან“ ერთად არაერთ კამპანიაში ჩართვასა და დეველოპერული კომპანიის მცხოვრებლებთან დაახლოებას გეგმავს.
დავითისთვის ეს პარტნიორობა მხოლოდ ბრენდის ამბასადორობით არ შემოიფარგლება. ის გახდა „მეტროპოლ ქავთარაძის“ მომავალი მობინადრე — სივრცის, რომელიც მის ოჯახურ გარემოს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ კომფორტს ეფუძნება. მისი ყურადღება „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტმა პირველივე ეტაპზე მიიპყრო.
დავით ნინიაშვილი, მორაგბე: „ძალიან მომეწონა პროექტის ადგილმდებარეობა, ბინის გეგმარება, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა — დიდ ბინაზე ყოველთვის ვფიქრობდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, როცა ოჯახის წევრები, მეგობრები ან ახლობლები მესტუმრებიან, ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. გარდა ამისა, „მეტროპოლ ქავთარაძე“ გამორჩეულია სარეკრეაციო და სპორტულ-გასართობი ფუნქციური სივრცეებით. მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ეს გარემო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.
გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი: „დავითი ჩვენი ბრენდისთვის ჩვენს ღირებულებებთან და ხედვასთან თანხვედრის სიმბოლოა. ის არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ჩაიფიქრო და შეასრულო. პროფესიონალიზმი და გამოწვევების სიყვარული, შთაგონება და სურვილის მიღწევაზე ორიენტაცია „მეტროპოლის“ იდენტურობის ნაწილია. სწორედ ამ ღირებულებების მატარებელია დავით ნინიაშვილი, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც ადასტურებს ამას.
„მეტროპოლისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ამბასადორი მხოლოდ სტატუსი კი არა, მოქმედების ფორმა იყოს — სწორედ ისეთი, როგორიც დავითს აქვს: გულწრფელი, შთამაგონებელი, ჯანსაღი და სავსე სწორი ღირებულებებით.
გვჯერა, რომ დავით ნინიაშვილთან ჩვენი თანამშრომლობა ადამიანებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება მოტივაცია იმისა, თუ როგორ, რა თვისებების გამოყენებით უნდა მისდიო შენს ჩანაფიქრებს, გქონდეს ცხოვრება, როგორიც ჩაიფიქრე, ან თუნდაც სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.
მიხარია, რომ ქავთარაძის პროექტის მცხოვრებლებს დავითთან ერთად ექნებათ ცხოვრების უნიკალური გამოცდილება და ერთად შექმნიან საუკეთესო მომენტებს ახლა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
დავით ნინიაშვილი და „მეტროპოლი“ დღეს უკვე საერთო ღირებულებებით აგრძელებენ გზას — მათი ერთობლივი მიზანია, რეალურად გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და შექმნან გარემო, სადაც ადამიანები ახერხებენ მიზნის მიღწევასა და სურვილების შესრულებას.
„მეტროპოლ ქავთარაძე“ დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ პროექტია, რომელიც ქალაქის ცენტრში, ქავთარაძის ქუჩაზე შენდება. პროექტი ორ 25-სართულიან შენობას - განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებს გააერთიანებს. კომპლექსში მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული: 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა, ფეხბურთის მოედანი და გასართობი ადგილი, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი, ლობი და კონსიერჟი.
„მეტროპოლის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის მშენებლობა გეგმის შესაბამისად და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლ ქავთარაძის“ სამშენებლო სამუშაოებს „ანაგი“ ასრულებს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.