logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თემურ ჭყონია: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ძირითადად იყო ბიზნესზე, მსგავსი შეხვედრები ბიზნესს მოტივაციას აძლევს

თემურ ჭყონია: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ძირითადად იყო ბიზნესზე, მსგავსი შეხვედრები ბიზნესს მოტივაციას აძლევს

1751645174

პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხევდრაზე საუბარი ძირითადად ბიზნესზე იყო, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თემურ ჭყონიამ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო უწყებებში ოპტიმიზაციასაც.

„ეს შეიძლება, უხერხულია, მაგრამ ითქვა, რომ იქნება ოპტიმიზაცია, უსაქმურების შემცირება. ისედაც ვიცოდით, რომ სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, მაგრამ ახლა ხდება მათი შემცირება. დანარჩენი, რასაც შეიძლება, სკანდალი მოჰყვეს, ასეთი თემა არ ყოფილა. მგონია, რომ ასეთ დიდ შეხვედრებზე, გეგმებზე, პრეზენტაციებზე, სტრატეგიებზე არ საუბრობენ. გასაუბრება იყო. მსგავსი შეხვედრები მოტივაციას აძლევს ბიზნესს, მეტი არაფერი“, – აღნიშნა ჭყონიამ.

რაც შეეხება ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ჭყონია პაუხობს, რომ ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოშია.

„არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ. როგორ შეიძლება თქვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს კრიზისი. გააჩნია, როგორ დაარქმევ, კრიზისს თუ პრობლემას“, – განაცხადა ჭყონიამ.

1tv.ge

გამოგვყევით