logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქალაქში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია" - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ქალაქში გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნავს, თერჯოლაში მყოფი ტურისტი კულტურულ ძეგლებსა და ადგილობრივ სამზარეულოს ეცნობა, ამასთან, აგემოვნებს ღვინოს.

"თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. იმერეთში და კერძოდ, თერჯოლაში მოსული სტუმარი ბუნებრივ, თუ კულტურულ ძეგლებს ეცნობა, რომელიც საკმაოდ მრავლადაა მუნიციპალიტეტში. აქვე ეცნობიან იმერულ სამზარეულოსა და უნიკალური ჯიშის, სხვადასხვა, ღვინოს. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა სოფელში ცენტრალური და შიდა საუბნო საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. ქალაქს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება, ზოგიერთ სოფელში 24 საათიანია მიწოდება, ზოგიერთს კი, წყალი გრაფიკით აქვს", - აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა.

მანუჩარ რობაქიძე "ბიზნესპარტნიორთან" ევროკავშირის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ 2021-2023 წლებში, ევროკავშირის დაფინანსებით სოფელ ძევრში საგვარჯილეს გამოქვაბულის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციული ზონა მოეწყო.

"შემიძლია თამამად გითხრათ, რომ აღნიშნული ადგილი ტურისტებისთვის საუკეთესო გახდა. ამჟამად, ქალაქ თერჯოლაში ერთი სასტუმრო გვაქვს და კიდევ ერთი სასტუმრო სოფელ სიმონეთში მდებარეობს. საოჯახო სასტუმრო მუნიციპალიტეტში ათეულობითაა, ასევე გვაქვს საოჯახო მარნები, კვების ობიექტები. ტურისტული ობიექტების მეტი წილი სოფლებშია თავმოყრილი (საოჯახო სასტუმრო, საოჯახო მარანი, დარბაზი).

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნებართვა სასტუმროს მშენებლობის შესახებ არ შემოსულა. ასევე ამ ეტაპზე, ბრენდის სასტუმროს ან, არაბრენდული დიდი სასტუმროს მშენებლობა არ იგეგმება", - აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი.

გამოგვყევით