logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოს ეროვნული ბანკი გილოცავთ დედის დღეს"

"საქართველოს ეროვნული ბანკი გილოცავთ დედის დღეს"

1740975824

საქართველოს ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედის და ზოგადად, ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში.

„ქართველი ღვიძლს ენასაც „დედა-ენას“ ეძახის, უფროსს ქალაქს - „დედა-ქალაქს“, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას - „დედა-ბოძს“, უდიდესსა და უმაგრესს ბურჯს - „დედა-ბურჯს“, სამთავრო აზრს „დედა-აზრს“, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი - „გუთნის-დედას“. რამოდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა, რამოდენად... თავ-მოსაწონებელი!“, - წერდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი მმართველი, ილია ჭავჭავაძე.

საქართველოს ეროვნული ბანკი გილოცავთ დედის დღეს",- აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

გამოგვყევით