logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

1740995100

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი  1 თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასურიც. ამის შესახებ  მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. 

კერძოდ,  დოკუმენტის მიხედვით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების
პროცედურაში გაფორმების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება 1 კგ-ზე 0.3 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 0.25 ლარისა. დაკორექტირდა გადასახადი ქერსა და ქატოზეც და გაორმაგდა 10 თეთრის ნაცვლად, 1 კგ-ზე  20 თეთრი გახდა, ნაცვლად არსებული 10 თეთრისა.  

შეგახსენებთ, 2023 წლის 10 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებით, ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე დაწესდა, თუმცა შემდეგ ვადა  2024 წლის შემოდგომამდე გახანგრძლივდა. ამის შემდგომ  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და  ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. დადგენილება მთავრობამ 2024 წლის 27 აგვისტოს გამოსცა.  ამასთან, საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. 

გამოგვყევით