logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაგრძელება საქართველოს ბაზარზე სწორი კონკურენციის პირობებს უზრუნველყოფს"

ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაგრძელება საქართველოს ბაზარზე სწორი კონკურენციის პირობებს უზრუნველყოფს, -  ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული დადგენილების შედეგად, ადგილობრივი მწარმოებლები ხორბალს უპრობლემოდ ჩააბარებენ.

მთავრობასთან ერთად დავაკვირდებით ფასების დინამიკას და ამის მიხედვით, ახალ მოსავლამდე, ანუ ივნისამდე შეიძლება აღნიშნული გადაწყვეტილების კიდევ გაგრძელებაზე მსჯელობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოებისთვის კარგია. ეს დადგენილება თავის დროზე განპირობებული იყო იქიდან, რომ მაშინ რუსეთმა ხორბლის შემოტანაზე მცურავი ბაჟის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც რუსეთიდან იმპორტი წაახალისა, საქართველოს ბაზარზე არასწორი კონკურენციის პირობები დამყარდა, წისქვილკომბინატები გაჩერდა და ქართველმა ფერმერებმა ხორბალი ვერ ჩააბარეს.

შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმისთვის, რომ კონკურენციის პირობები დაბრუნებულიყო, წისქვილკომბინატები ამუშავებულიყო და ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მიღებულიყო. ამ დადგენილების გაგრძელება საქართველოს ბაზარზე კონკურენციის პირობებს და წისქვილკომბინატების მუშაობას ხელს უწყობს”, - აცხადებს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი  1 თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასურიც. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. 

გამოგვყევით