logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა, რამაც ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია გაააქტიურა"

ბოლო წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურაში ძალიან სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა, რამაც ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია გაააქტიურა, - ამის შესახებ Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ გადაცემაბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისი თქმით, სატრანზიტო მოძრაობა ტრანსპორტის მხოლოდ ერთ სახეობაზე არ არის დამოკიდებული და ამიტომ საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ.

"ზოგადად, ავიაცია სტრატეგიული დარგია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაგრამ აქ უნდა გავყოთ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები, რაც აბსოლუტურად სხვადასხვა ბაზარია. სატვირთო ავიაგადაზიდვების კუთხით საქართველო სერიოზულად ამ პროცესში, დაახლოებით, 3 წლის წინ ჩაერთო და ამ მოკლე ვადაში, სატვირთო თვითმფრინავების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა და აქტიურად დაფრინავს. ეს არის დაახლოებით, 16 თვითმფრინავი, რაც აღმოსავლეთ ქვეყნებთან მიმართებითაც კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

საავიაციო მარშრუტები თავისი სპეციფიკით იგეგმება. ერთი არის, რომ რაც შეიძლება მოკლე იყოს და მეორე არის უსაფრთხოება. ეს საქართველოს სულ მუდამ გამოარჩევდა.

სატრანზიტო მოძრაობა და ზოგადად, ლოგისტიკა ტრანსპორტის მხოლოდ ერთ სახეობაზე არ არის დამოკიდებული. აქ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ საკითხს. ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურაში ძალიან სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა, რამაც ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია გააქტიურა. ალბათ, ახლა რკინიგზის ჯერი დადგა, რომელიც მოდერნიზებას ძალიან მალე გააკეთებს და ამისთვის, ბევრი სამუშაოები ტარდება. ერთობლიობაში - პორტები, რკინიგზა, გზები და ავიაცია საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს შექმნის ნებისმიერი სახის ტრანზიტისათვის”, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

გამოგვყევით