logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 1 6831 გემი შემოვიდა - "საქსტატი"

2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 1 6831 გემი შემოვიდა - "საქსტატი"

1741076628

2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 1 6831 გემი შემოვიდა, რომელთა 38.5 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.1 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 22.5 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.9 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.  ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

2024 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 34.0 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 15.9 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 6.7 პროცენტით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 14.1 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 9.2 პროცენტით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.

2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.4 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.1 პროცენტი — პანამის, 9.6 პროცენტი — მალტის, 8.7 პროცენტი — ლიბერიის, 5.2 პროცენტი — რუსეთის, დანარჩენი 42.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2024 წელს საქართველოს ნავსადგურები 7.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.0 პროცენტს შეადგენდა.

2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 562.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.8 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 45.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.6 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 20.7 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.

გამოგვყევით