2024 წლის დეკემბერში, ქირის ფასი ბათუმში როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და 8.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შესადარისი ქალაქების მაჩვენბელს. თუმცა, უახლოეს წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია იჯარის შემოსავლიანობის შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები
ყოველწლიურად მნიშვნელოვანად არ გაიზრდება.