logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან"

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან"

1741096614

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, ხვალ იგეგმება შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

„დავიწყეთ ვიზიტი უზბეკეთში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან. დღეს უკვე გვქონდა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატის თავმჯდომარეებთან. ხვალ გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან. გვექნება საუბარი თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება არის მეტად მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ამ კუთხით, პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით ორივე ქვეყნისთვის არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა. არის ბევრი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არის დიდი პოტენციალი, მათ შორის, სავაჭრო, ინვესტიციების კუთხით და ყველა ამ თემაზე გვექნება საუბარი ჩვენს უზბეკ მეგობრებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით