logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

British Airways-ის ავიარეისების დაწყებამდე ბოლო ტექნიკური დეტალები დაზუსტდა

British Airways-ის ავიარეისების დაწყებამდე ბოლო ტექნიკური დეტალები დაზუსტდა

1741077300

British Airways-ის წარმომადგენლები ბოლო ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლეში მათ სხვადასხვა შეხვედრა გამართეს  და ადგილზე გაეცნენ  თბილისის აეროპორტის სერვისებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია  TAV GEORGIA ავრცელებს. 

"British Airways-ის წარმომადგენლები შეხვდნენ  TAV GEORGIA-ს წარმომადგენლებს. მათ გაცვალეს ინფორმაცია და მოთხოვნები საოპერაციო და სახმელეთო მომსახურების ნაწილში. ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი  ავიაკომპანიის თანამშრომლებს ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებმა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის ზონები, გასასვლელები და პრაიმკლას დარბაზი დაათვალიერებინეს.

British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება",-აღნიშნულია TAV GEORGIA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით