logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 23.9%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა - "საქსტატი"

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 23.9%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა - "საქსტატი"

1741073930

2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 644.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 1 766.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.8-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.0-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (20.3 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (43.6 პროცენტით) მოცულობა.

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 440.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 23.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 3 711.6 ათასი მგზავრი (24.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 728.7 ათასი მგზავრი (23.5 პროცენტით მეტი).

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2024 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 30.3 ათასი შეადგინა, რაც 18.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 26.2 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3 პროცენტი - გაგზავნილი.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. 2024 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 70 ერთეული საჰაერო ხომალდი (16.7 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 78.6 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 21.4 პროცენტს — სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 76.4 პროცენტს 50-ზე ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.9 პროცენტს — 51-150 ადგილი, ხოლო 12.7 პროცენტი იყო 151-250 ან მეტი ადგილით. 2024 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 58 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.9 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.

გამოგვყევით