logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო "ბილტმორი" - "ITB ბერლინზე პოტენციურ მომხმარებლებთან ახალ კონტაქტებს ვამყარებთ"

სასტუმრო "ბილტმორი" - "ITB ბერლინზე პოტენციურ მომხმარებლებთან ახალ კონტაქტებს ვამყარებთ"

1741252016

გერმანიაში, ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად კერძო სექტორიდან 20-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ბილტმორის წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილი.

„ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენთვის, სიახლეებს ვეცნობით მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით, ახალ კონტაქტებს ვამყარებთ.  პოტენციურ მომხმარებლებთან კიდევ უფრო გრძელვადიანი და სწორი კომუნიკაციის დამყარებას ვაწარმოებთ. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არამხოლოდ სასტუმრომ თავი წარვადგინოთ პოტენციურ მომხმარებელთან, არამედ როგორც ქვეყანამ თავი დავიმკვიდროთ საერთაშორისო ასპარეზზე. არა მხოლოდ 5 ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა, ასევე  ვინც მონაწილეობს: ტურისტული კომპანიები, სხვადასხვა რეგიონები და ორგანიზაციები. იმედი გვაქვს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ კომპანიას, ახალ წარმომადგენლებს, ე.წ. ბაიერებს“ შევხვდებით და მოვიზიდავთ ჩვენი ქვეყნისთვის“,-აცხადებს  ქეთევან რეხვიაშვილი.

ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

გამოგვყევით