logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-ივნისში ექსპორტი 13.7%-ით, ხოლო იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

იანვარ-ივნისში ექსპორტი 13.7%-ით, ხოლო იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1752476974

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 933.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 234.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.4 პროცენტით). ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს. 

უწყების ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 465.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია. 

გამოგვყევით