logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვილა მოსავალი" რესტორნის გახსნას ოქტომბერში გეგმავს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾20 მლნ-ია

ახალუბანში, თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარე ღვინის მარანი "ვილა მოსავალი" ფართოვდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის გენერალური მენეჯერი, ნიკოლოზ შეყრილაძე აღნიშნავს, ობიექტზე 300 პერსონაზე გათვლილი აუზი უკვე ფუნქციონირებს. ამჟამად, კი კომპლექსში არსებული რესტორნის მშენებლობა, რომელიც 1 000-დან 1 200 ადამიანზეა გათვლილი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ნიკოლოზ შეყრილაძის ინფორმაციით, რესტორნის ოფიციალური გახსნა ოქტომბერში იგეგმება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾20 მლნ-ია.

"პირველ რიგში, ოჯახური მეღვინეობა გვაქვს, ვენახის ფართობი 40 ჰექტარს მოიცავს. სარეალიზაციო ბოთლის რაოდენობა 100 000-ს შეადგენს, წარმადობას, რაც შეეხება წელიწადში 350 000 ტონა ყურძენს ვაწარმოებთ, რაც დაახლოებით, 300 000 ბოთლია. სრულ რეალიზაციას არ ვახდენთ - მარტივი მიზეზის გამო, ხარისხის შენარჩუნება გვინდა, კერძოდ, ღვინის დავარგების პროცესი მინიმუმ 2 წლიანი გვაქვს.

გაფართოებას, რაც შეეხება, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მეღვინეობა ჩვენი ძირითადი საქმიანობაა. ამასთან, ახალი აუზის მშენებლობა დავასრულეთ და უკვე გავხსენით კიდეც - დაინტერესება არსებობდა, ამიტომ მომხმარებლების ინტერესს ადეკვატურად ვუპასუხეთ. აუზით სარგებლობის ღირებულება ერთი დღე - 100 ლარს შეადგენს. ამასთან, ახალი რესტორნის გახსნას ოქტომბერში ვაპირებთ - ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან თბილისთან 20 კილომეტრის მანძილზე მსგავსი სივრცე არ არსებობს, (ღვინის მარანი, აუზი, რესტორანი) ყველაფერი ერთ ადგილზეა მოქცეული. ბაზრის კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზება გვექნება, შესაბამისად, გვინდა ჩვენი ნიშა დავიკავოთ", - აღნიშნავს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

ნიკოლოზ შეყრელიძე უშუალოდ ღვინის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია ექსპორტის მიმართულებითაც ფართოვდება. კერძოდ, სავარაუდოდ, მომავალ წელს კანადის ბაზარს მოიცავს. 

"ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სპეციფიკურ მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი, მაგალითად, როგორიცაა 8 000 მოსავალი, ღვინის გალერეა, ასევე მაღალი ტიპის 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში. ადგილობრივ ბაზრის გაზრდას, რაც შეეხება - ქვეყანაში მაღალი კლასის სასტუმროები და რესტორნები თუ გაიზრდება, ჩვენც ადეკვატურად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება ღვინოს 7 ჯიშური ყურძნისგან 22 განსხვავებული ტიპის ღვინოს ვაწარმოებთ. ღვინოს როგორც ქვევრის, ასევე ევროპული კლასიკური, მოდერნისტული წესით ვამზადებთ, შემაგრებული პორტვეინის ღვინოც გვაქვს.

ექსპორტს რაც შეეხება, აშშ, ლატვიასა და ევროპის ქვეყნებს მოვიცავთ. კანადაში გვინდა ღვინის გატანა და ახლა აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. დაბოლოს, ერთი საინტერესო ტენდენციაც მინდა გაგაცნოთ, ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობას, ვგულისხმობ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს განსაკუთრებით 2018 წლის მოსავლიდან, განსხვავებული გემოვნური თვისების მქონე ღვინო "საფერავი რეზერვი" მოსწონს", - აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, ღვინის კომპანია  "ვილა მოსავალი" ახალუბანში, თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ვენახის ფართობი 40 ჰექტარს მოიცავს. სარეალიზაციო ბოთლის რაოდენობა 100 000-ს შეადგენს, წარმადობას, რაც შეეხება, კომპანია წელიწადში 350 000 ტონა ყურძენს აწარმოებს, რაც დაახლოებით, 300 000 ბოთლის ტოლფასია.

საავტომობილო გზებზე მიმდინარე შეკეთებისა და სტიქიის სალიკვიდაციო-საპრევენციო სამუშაოების ზედამხედველობაზე ტენდერები გამოცხადდა

საავტომობილო გზებზე მიმდინარე შეკეთებისა და სტიქიის სალიკვიდაციო-საპრევენციო სამუშაოების ზედამხედველობაზე ტენდერები გამოცხადდა

გამოგვყევით