რა ღირს ერთი ღამე ბრენდული სასტუმროების საპრეზიდენტო ნომრებში? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად "ბიზნესპარტნიორმა" წამყვანი საერთაშორისო ქსელების - მათ შორის, Radisson-ის, Marriott-ის, Biltmore-ის და სხვა სასტუმროების ტარიფები მოიძია. როგორც გაირკვა, ყველაზე მაღალი კლასის ნომრების ღირებულება ათასობით ლარს აჭარბებს.
სასტუმროების საპრეზიდენტო ნომრების ღირებულებები კი, ასე გამოიყურება და აღსანიშნავია, რომ ფასები ცვალებადია და მოთხოვნისა დღეების მიხედვით იცვლება:
- Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel – 3980 ლარი;
- Tbilisi Marriott Hotel – 4580 ლარი;
- Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection - 4750 ლარიდან 2300 ლარამდე.
- The Biltmore Tbilisi Hotel – 4650 ლარი;
- Castello Mare Hotel & Wellness Resort - 4800 ლარი;
ცნობისთვის, საპრეზიდენტო ნომერი სასტუმროს იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც შექმნილია განსაკუთრებული სტატუსისა და მოთხოვნების მქონე სტუმრებისთვის. ასეთი ნომრები, როგორც წესი, რამდენიმე საცხოვრებელ ზონას აერთიანებს - მათ შორის საძინებელს, მისაღებს, სამუშაო სივრცესა და სასადილო ზონას. ოთახებიდან იშლება ქალაქის, ზღვის, ან განსაკუთრებული ლოკაციის პანორამული ხედები.
მომსახურების ნაწილში საპრეზიდენტო ოთახს ხშირად ახლავს პირადი კონსიერჟი, ტრანსფერი, VIP ლაუნჯზე, სპა-სა და ფიტნესზონებზე წვდომა. ასეთ ნომრებში ყოველი დეტალი გათვლილია კომფორტზე, კონფიდენციალურობასა და ელიტურ ატმოსფეროზე - სწორედ ის კომპონენტებია, რასაც მაღალი სტატუსის სტუმრები ყველაზე მეტად აფასებენ.