logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ინვესტიციების განხორციელება შევაჩერეთ" - კომპანია "ჩირინა"

ინვესტიციების განხორციელება შევაჩერეთ, - ამის შესახებ კომპანია "ჩირინას" (ბრენდი "ბიუ-ბიუ") დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენები გახდა.

"ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა. შესაბამისად, პროექტების განხორციელებისგან, მათ შორის, ფილიალების გახსნასა და ახალი პროდუქტების გამოშვებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ. გაურკვევლობაა. როდის განვახორციელებთ ახალ პროექტებს არ ვიცი, ველოდებით მდგომარეობის დასტაბილურებას", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

შეგახსენებთ, რომ "ჩირინა" ქათმის ხორცის პროდუქციის ასორტიმენტის ზრდასა და ქვეყნის მასშტაბით, ფილიალების მიმართულებით განვითარებას გეგმავდა. მათ შორის, ბათუმში და "ბიუ ბიუ გასტრონომის" მაღაზიის გახსნა ბათუმში და კახეთში იგეგმებოდა. 

ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დააარსა და ამჟამად, საქართველოს მასშტაბით 80-მდე ფილიალს ფლობს. "ჩირინა" დღეისათვის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები. კომპანია გარდა ქათმის ხორცისა, 15-მდე დასახელების სოსისსა და ძეხვეულს აწარმოებს. მათ შორისაა, შებოლილი ქათმის ფილე, შებოლილი ფრთა, შებოლილი ქათმის ბარკალი და ა.შ. 

გამოგვყევით