logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩირინას" ქათმის ხორცის მარინადი ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება

"ჩირინას" ქათმის ხორცის მარინადი ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება, - ამის შესახებ კომპანია "ჩირინას" (ბრენდი "ბიუ-ბიუ") დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

"ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კომპანია გარდა ქათმის ხორცისა, 15-მდე დასახელების სოსისსა და ძეხვეულს აწარმოებს. მათ შორისაა, შებოლილი ქათმის ფილე, შებოლილი ფრთა, შებოლილი ქათმის ბარკალი და ა.შ. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად შებოლილი ქათმის პროდუქცია რჩება. გარდა ამისა, მზარდი გაყიდვები აქვს შესაწვავ ქათმის ხორცს და სხვა", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კომპანია "ჩირინამ" ქათმის ხორცპროდუქტების ქსელი "ბიუ ბიუ გასტრონომი" 9 ფილიალით გააფართოვა. ამასთან, წლის ბოლომდე მეათე, ბათუმის ფილიალის დამატებაც იგეგმება. 

ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

რაც შეეხება "ბიუ ბიუ გასტრონომს", ის კომპანია "ჩირინას" ბაზაზე 2023 წელს გაიხსნა.

გამოგვყევით