logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ესკოს თორნიკე ყაზარაშვილი უხელმძღვანელებს

ესკოს თორნიკე ყაზარაშვილი უხელმძღვანელებს

1752578099

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ახალი გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, თორნიკე ყაზარაშვილს ენერგეტიკის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. „თორნიკე დარგის პროფესიონალია და კარგად იცნობს ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობებს და გამოწვევებს.

ესკო-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებაში და დარწმუნებული ვარ, უწყების ახალი ხელმძღვანელი თავის პროფესიონალ გუნდთან ერთად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა და თორნიკე ყაზარაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თორნიკე ყაზარაშვილს ენერგეტიკის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მას მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი პროექტების მენეჯმენტის სპეციალიზაციით.ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი საქართველოს უწყვეტი ელექტრომომარაგების და ზოგადად, ენერგეტიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ესკო ექსკლუზიურად ახორციელებს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, სეზონური საჭიროების მიხედვით ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს, საბითუმო აღრიცხვის კვანძების ინსპექტირებას, ასევე ახდენს ახლადაშენებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას.

გამოგვყევით