logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"წელს ყველაზე დიდი გამოწვევა ინგრედიენტების ფასის ზრდა იყო" - Chizzzy

ყველაზე დიდი გამოწვევა წელს ინგრედიენტების ფასის ზრდა იყო. მოგების შემცირების ხარჯზე პროდუქცია არ გაგვიძვირებია, - , - ამის შესახებ გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy-ის   დამფუძნებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვევის შესაბამისად, კომპანიას მომდევნო წლიდან ფასების კორექტირება, სავარაუდოდ, მოუწევს.

"მიმდინარე წელს ჩვენ შევიცვალეთ ლოკაცია და ჯერჯერობით ამართლებს აღნიშნული ადგილმდებარეობა. ვართ ვერაზე, სადაც მოძრაობენ როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა. 

გამოწვევების მიუხედავად, კომპანიის გაყიდვები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა. ჯერჯერობით რითეილში უფრო მეტი პროდუქციის რეალიზაციაა, ვიდრე ადგილზე, კაფეში. რაც შეეხება საახალწლო პერიოდს - ჯერჯერობით პროგნოზს ვერ ვაკეთებთ, გვაქვს იმედი, რომ გარკვეული მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდება", - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.

გარდა ამისა, მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს კომპანია გაყინული ხაჭაპურის ექსპორტის საკითხზე იმუშავებს.

გიორგი ბოჭორიშვილის ინფორმაციით, სამიზნე ბაზარი ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები იქნება და შემდეგ სხვა ქვეყნებიც განიხილება.

ცნობისთვის, Chizzzy-ს გაყინული აჭარული ხაჭაპური მცირე რაოდენობით იწარმოება და  თბილისის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე ვართ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და 8 ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით