logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვეფხისტყაოსნის" სერია "ნატახტარისგან"

"ვეფხისტყაოსნის" სერია "ნატახტარისგან"

1729751704

ბრენდმა ნატახტარმა ‘’ვეფხისტყაოსნის’’ მორიგი სერია  გამოუშვა. ამჯერად, შეფუთვაზე პოემის 4 პერსონაჟს შეხვდებით: ავთანდილი, ნესტანი, თინათინი და ტარიელი. პროექტი თანამედროვე  ქართველ მხატვართან და გრაფიკული რომანის ილუსტრირებული კომიქსის ავტორთან, დავით მაჭავარიანთან კოლაბორაციით განხორციელდა.

„ვეფხისტყაოსნის“ მორიგი სერია  „ნატახტარის“ ქილის სტანდარტულ შეფუთვას ჩაანაცვლებს. დღესდღეობით, სარეალიზაციო არხებში ავთანდილისა და ნესტანის გამოსახულებით არის ხელმისაწვდომი. მომავალში კი ტარიელისა და თინათინის ქილებსაც შეხვდებით.

„ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია ინვესტიცია ჩავდოთ ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ ისეთი დიდი პროექტის მონაწილე, რომელიც, ჩემი აზრით, ფასდაუდებელია ქართული კულტურისთვის.  „ვეფხისტყაოსანი“ იყო არჩეული, როგორც ქართული კულტურისა და რაობის ინტელექტუალური საგანძური, მთავარი ნაწარმოები, რომელზეც ქართველობა დგას და განსაზღვრავს მთავარ ადამიანურ ღირებულებებს - ეს არის: მეგობრობა, სიყვარული, თანასწორობა და სიკეთე.

 2020 წელს, „ნატახტარმა“ მთავარი აფორიზმები გამოიყენა და ქილის შეფუთვაზე სცენები დაიტანა. ამ სერიამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ აუცილებელი იყო გაგვეგრძელებინა და ამჯერად პერსონაჟები მოხვდნენ ჩვენს მთავარ ფოკუსში: გმირები, როგორც ამ ღირებულებების მატარებლები და გამომხატველები.

 წელს, კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ და თანამედროვე გავხადეთ ეს პროექტი - მას ინოვაციური ელემენტი შევმატეთ. ქილაზე დატანილი QR კოდის დასკანერებით შესაძლებელი ხდება თითოეული გმირის სხვა პერსპექტივით დანახვა, აუგმენტური რეალობის [AR] გამოყენებით.

[AR] აუგმენტური რეალობა არის ახალი ჩვენთვის და სხვადასხვა მსოფლიო ბრენდები ცდილობენ და აქტიურად იყენებენ ამ ხერხს სხვადასხვა მახასიათებლების გადმოსაცემად. ამ პროექტით გვინდა, რომ ის, რაც ძველია, ყველაზე აქტუალურად გადმოვცეთ და დავანახოთ საზოგადოებას. დაასკანერეთ ქილაზე დატანილი QR კოდი, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება სოციალურ ქსელებში და გახდით ინოვაციური პროექტის ნაწილი, - აღნიშნავს „ნატახტარის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.

 

შეგახსენებთ, რომ „ნატახტარის“  მარკეტინგის გუნდმა პროექტზე  მუშაობა დავით მაჭავარიანთან ერთად 2019 წლიდან დაიწყო. გუნდის დაუღალავი შრომითა და დავით მაჭავარიანის უდიდესი ჩართულობით პირველი პროექტი 2020 წელს ჩაეშვა და „ნატახტარმა“ გამოუშვა „ვეფხისტყაოსნის“ 4 მნიშვნელოვანი სცენით შექმნილი  შეზღუდული სერია. თანასწორობა, მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით 4 სხვადასხვა შეფუთვაზე იქნა გადმოცემული.

ნამდვილი ღირებულებები [AR] იცვლება!

 

 

გამოგვყევით