logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"2030 წლისთვის საქართველო ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება" - ბიძინა ივანიშვილი

"2030 წლისთვის საქართველო ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება" - ბიძინა ივანიშვილი

1729701628

"2012 წლის შემდეგ, აშენდა 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბოელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური," -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა.

"2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მთელი საქართველოს მასშტაბით, შენდება უმაღლესი სტანდარტის, 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები! მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ზრდა; გაიზარდა და იზრდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთა ნაკადი; იწყება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის პორტის მშენებლობა!

2012 წელს, ტურიზმის შემოსავალი 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო; 2024 წელს კი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;

2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან - 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

გამოგვყევით