logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ირაკლი კობახიძე: 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $6.4 მლრდ-ს მიაღწევს

ირაკლი კობახიძე: 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $6.4 მლრდ-ს მიაღწევს

1729757506

ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა ქვეყანას ტურიზმის სექტორში და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული.

„ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი, გასული წლების განმავლობაში და აქაც, ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ, თუ გაგრძელდა პროცესები ისე, როგორც გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის, ჩვენი გეგმის მიხედვით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გამოგვყევით