logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მაღალმთიან დასახლებებში, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაზე, განაცხადების 80-90% საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მოდის - ნატალია ხარატიშვილი

მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების 80-90% საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მოდის, - ამის შესახებ სოფლის განვიტარრების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი განაცხადი აღნიშნული მიმართულებით რაჭის რეგიონში დაფიქსირდა.

"ერთ-ერთი პროგრამა მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს, რომელიც შარშან დავიწყეთ. ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სხვა აქტივობებიც განახორციელონ. გვაქვს გარკვეული გარკვეული შეზღუდვები, რომ სათამაშო ბიზნესი არ შეიძლება და სხვა.

აღნიშნული მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობს, ან სურს დაბრუნება, მივცეთ შესაძლებლობა იქ აწარმოონ ბიზნესი და იქ მიიღონ შემოსავალი. სიახლე ამ ეტაპზე გვაქვს ის, რომ გავხსენით ისევ განაცხადების მიღება და პროგრამა ჯამურად 5 მლნ. ლარიანია. ვისაც სურს, რომ გააფართოოს, ან დაიწყოს ახალი ბიზნესი შეუძლია შემოიტანონ ჩვენთან განაცხადა.

მაღალმთიან რეგიონებში ტურისტები ბოლო პერიოდში ჭარბობენ და შესაბამისად, 80-90% მოთხოვნა საოჯახო ტიპის სასტუმროებზე შემოდის. რაჭაში არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ძალიან საინტერესო პროექტებია, ასევე მცხეთა-მთიანეთშიც, თუმცა კახეთში ნაკლებად", - აცხადებს ნატალია ხარატიშვილი.

გამოგვყევით