logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2023 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.2% შეადგინა - "საქსტატი"

2023 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.2% შეადგინა - "საქსტატი"

1729062600

2023 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 20.9 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 2.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა - 2.1 პროცენტული პუნქტით. 2023 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 13.2 პროცენტი.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ხელოსნებისა და მონათესავე სფეროების მუშების პოზიციაზე დაფიქსირდა და 39.3 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები (24.4%).

გამოგვყევით