logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შავ ხიზილალაზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა - "ქართული ხიზილალა"

კომპანია "ქართული ხიზილალას" დამფუძნებლის ალექსანდრე დადიანიძის განცხადებით, შავ ხიზილალაზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.

ამასთან, როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, კომპანიის ჯამური გაყიდვები დაახლოებით, 40%-ით არის მომატებული. მისივე ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებლების 70% ქართველები არიან, ხოლო 30% უცხოელები. 

"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. გვაქვს საფირმო მარკეტი და რესტორანი - "თევზის სახლი", სადაც წელიწადში 80-დან 100 ათას ვიზიტორამდე გვსტუმრობს. ამჟამად, დაახლოებით, 60-მდე დასახელების თევზის პროდუქტი გვაქვს, რომელიც იყიდება როგორც ონლაინ, ისე ადგილზე. ვგეგმავთ წარმადობის 40%-მდე გაზრდას და სავარაუდოდ, მომდევნო წლისთვის ფილიალის თბილისში დამატებას“, - აცხადებს ალექსანდრე დაიანიძე.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ახლო მომავალში "ქართული ხიზილალა" 4-5 ახალ პროდუქტს დაამატებს, რომლებზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, კომპანია „ქართული ხიზილალა“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა. მის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე რამდენიმე თევზსაშენი, საფირმო მაღაზია და რესტორანი „თევზის სახლი“. კომპანიაში ამ ეტაპზე 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით