logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენი პროგნოზით 2028 წლისთვის მშპ ₾130 მლრდ-ს გაუტოლდება" - ლევან დავითაშვილი

მომდევნო წლებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერების მიზნით მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენარჩუნებას. შედეგად - ჩვენი პროგნოზით 2028 წლისთვის მშპ 130 მლრდ. ლარს გაუტოლდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2028 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 35 000 ლარამდე იქნება.

"ეკონომიკური ზრდა შექმნის შესაძლებლობას თანდათან შემცირდეს სხვაობა საქართველოსა და განვითარებადი ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის.

დოლარში 13 000 დოლარს უნდა გადააჭარბოს ჩვენმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე. ამასთან მაღალი ეკონომიკური აქტივობის და სტრუქტურული გაუმჯობესების პარალელურად ქვეყანაში დამატებით 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, გაგრძელდება სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება და 2028 წლისთვის, მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდება. სიღარიბეს ჩვენი პროგნოზით დამატებით 290 000-ზე მეტი ადამიანი დააღწევს თავს. ბიზნესგარემოს მუდმივი გაჯანსაღების და სრულყოფის მიზნით გავაგრძელებთ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ბევრი მიმართულებით", - აღნიშნა მინისტრმა. 

გამოგვყევით