2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35 793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185 189 254.01 ლარი.
აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.