logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი"

"Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი"

1764149991

Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, ეს არის კომპანია Eagle Hills-ის მიდგომა.

„ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად, ქართული კომპანიები მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს პროექტების განხორციელების დროს. ეს პრაქტიკა თავის წვლილს შეიტანს ბიზნესსექტორის განვითარებაში საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში  2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა,  სასტუმროების ნაწილში  გაჩნდება 1 500-მდე ნომერი,  კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები. პროექტში $6.6 მლრდ-ის ინვესტირება განხორციელდება.

ბიზნესი
ეკონომიკა

გამოგვყევით