logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთმა იაპონური ზღვის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო - Reuters

ჩინეთმა იაპონური ზღვის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო - Reuters

1763568120

ქვეყნებს შორის დაპირისპირების ფონზე ჩინეთმა იაპონური ზღვის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც  reuters-ი წერს, აღნიშნული აკრძალვის დაწესება მტკივნეული დარტყმა იქნება მრავალი იაპონური კომპანიისთვის, რომლებსაც ზღვის პროდუქტების დიდი ნაწილი ექსპორტით ჩინეთში გააქვთ.

ამასთან, ჩინეთმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

Nomura-ს კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, ბოიკოტმა იაპონიას, შესაძლოა, წელიწადში დაახლოებით 2.2 ტრილიონი იენის (14.23 მილიარდი აშშ დოლარი) ზარალი მოუტანოს, რადგან ჩინელი ტურისტები იაპონიაში ჩასული ვიზიტორების მეხუთედს შეადგენენ. პარალელურად კი, იაპონიამ ჩინეთში მყოფი თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანზე თავდასხმამ, შესაძლოა, იაპონიის მხრიდან სამხედრო რეაგირება გამოიწვიოს.

1tv.ge

ფოტო: Reuters

გამოგვყევით