logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საქართველო საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემთხვევაში ევროპასაც უსაფრთხოების მაღალ ხარისხს შესძენს" - ინგა ფხალაძე

2026 წლის წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტში ტექნიკურ ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანგარიშის მომზადება დამთავრდეს.  როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიოთან" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე აღნიშნავს, 2027 წლის ბოლოს შავი ზღვის ფსკერის შესწავლა მოხდება.

ამასთან, ინგა ფხალაძის შეფასებით, საქართველო  საინვესტიციო  დიდი პროექტების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობის გამყარებას, არამედ ევროპასაც უსაფრთხოების მაღალ ხარისხს შესძენს.

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს მიერ  ინიცირებული პროექტია, შემდეგი მეორე ძალიან დიდი პროექტი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი გახლავთ. კერძოდ, მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი 4 ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს: საქართველო, რუმინეთი, აზერბაიჯანი და უნგრეთი. 4 000 მეგავატიანი სიმძლავრის კაბელი დიდ ინვესტიციას და ძალისხმევას მოითხოვს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ერთობლივი საწარმოა შექმნილი, რომელიც რუმინეთის ტერიტორიაზეა დაფუძნებული. პროექტში ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლები ჩართული არიან და ოფისი მუდმივად ფუნქციონირებს. ამჯერად, 2026 წლის წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ ტექნიკურ ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანგარიშის მომზადება დამთავრდეს. აღნიშნულ სამუშაოს ასრულებს იტალიური საინჟინრო კომპანია CESI. 

დაახლოებით, 2027 წლის ბოლოს ზღვის (შავი ზღვა) ფსკერის შესწავლა მოხდება. გარდა ჩვენს მიერ წარმოებული ენერგიისა, ტრანზიტული ქვეყანა შეგვიძლია ვიყოთ, რომელიც  აზერბაიჯანიდან რუმინეთში და შემდეგ უფრო ევროპის სიღრმეში ელექტროენერგიის და წყალბადის ტრანსპორტირებას მოემსახურება. ელექტროენერგიის 4 000 მეგავატიანი კაბელების საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე, განსაზღვრულია ₾10-12 მლნ-ის ღირებულებით. ვფიქრობთ, საქართველო დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობის გამყარებას, არამედ ევროპასაც შესძენს უსაფრთხოების მაღალ ხარისხს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

ინგა ფხალაძე: "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც"

ინგა ფხალაძე: "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც"

გამოგვყევით