logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სხვადასხვა სექტორში უსწრაფესად იზრდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რაც ბუნებრივად დევნიდა საქართველოს მოქალაქეებს"

"სხვადასხვა სექტორში უსწრაფესად იზრდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რაც ბუნებრივად დევნიდა საქართველოს მოქალაქეებს"

1772135235

სხვადასხვა სექტორში უსწრაფესად იზრდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რაც ბუნებრივად და თანმდევად საქართველოს მოქალაქეებს ამ სექტორებიდან დევნიდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მასობრივი გადინება გახდა. 

"საქართველოს შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით კანონმდებლობა არ ჰქონდა, ან თუ ჰქონდა საკმაოდ პრიმიტიული იყო. 2023 წელს ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები, რამაც წინაპირობა შექმნა, რომ სახელმწიფოს შრომითი მიგრაციის კონტროლის თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები გადაედგა. 

იცით, რომ ემიგრაციის მაჩვენებლები წინა წლებში საკმაოდ დიდი იყო. უამრავი ამ ქვეყნის მოქალაქე მასობრივად გადიოდა ქვეყნიდან ღირსეული სამუშაოს მოსაძებნად განსაკუთრებით ევროპაში და შეერთებულ შტატებში და ამან საკმაოდ დიდი მასშტაბები შეიძინა. ბუნებრივია, როდესაც ადამიანები აქედან გავიდნენ, ბიზნესმა მუშახელის სიმცირე იგრძნო - მათ შორის, კვალიფიციური და არა კვალიფიციური კადრების სიმცირე. აქ საკმაოდ დიდი ბარიერები შეიქმნა. როდესაც საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნის გარეთ, მისი ადგილი აქ, უცხოეთიდან შემოსულმა ადამიანმა დაიკავა. მეორე - რადგან ეს საკითხი აბსოლუტურად დერეგულირებული იყო, კორონავირუსის შემდეგ მასობრივად დაიწყო უცხო სამუშაო ძალის შემოდინება", - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 1-ელი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

გამოგვყევით