საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 65.57 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12.15 მილიონი ლარით, 0.02%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.02%-ით მეტი). ამის შესახებ მიონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.94% შეადგინა. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 555.88 მილიონი ლარით, ანუ 1.81%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.78%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 543.73 მილიონი ლარით, ანუ 1.56%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.53%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 51.22 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.46 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.46 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.92% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.01% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.42%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.79% , ხოლო ევროს წილმა 19.45% შეადგინა.