logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ქართულმა ბანკებმა ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით ₾507.77 მლნ-ით მეტი სესხი გასცეს

ქართულმა ბანკებმა ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით ₾507.77 მლნ-ით მეტი სესხი გასცეს

1764085250

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 507.77 მილიონი ლარით (0.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.80%-ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს

მარეგულირებლის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 12.71% შეადგინა. ამავე

პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 470.13 მლნ ლარით (1.21%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 37.64 მლნ ლარით (0.13%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.25%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.82 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.09 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.29%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.19 %-ით ნაკლები)

2025 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.08%-ით, ანუ 378.83 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 35.52 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.03% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.260 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.23 პროცენტული პუნქტით).

ეკონომიკა

გამოგვყევით