logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

თბილისის ახალი სტადიონის ტენდერში კომისიამ გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა

თბილისის ახალი სტადიონის ტენდერში კომისიამ გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა

1764054964

თბილისში, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.

"კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო,  კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება,"- ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის  სტადიონის მშენებლობა იგეგმება. 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

გამოგვყევით