logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Black Friday-ის დღეებში კომპანიის გაყიდვები 70%-მდე იზრდება ხოლმე, წელს უკეთესი მოლოდინი გვაქვს - "კოსმო"

წინა წლების ანალოგიურ პერიოდებს თუ გადავხედავთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Black Friday-ის დღეებში კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 70%-მდე იზრდება ხოლმე. მიმდინარე წელს უკეთესი მაჩვენებელი მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ კომპანიას თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Black Friday-ის წამყვანი პროდუქტი სასაჩუქრე ყუთები იქნება, რომელშიც რამდენიმე ნივთი არის გაერთიანებული.

"Black Friday-ის შეთავაზებები უკვე დავიწყეთ. პარასკევს პიკს ველოდებით. გვაქვს ახალი კოლექციებიც და ვფიქრობთ, რომ მომხმარებლების მხრიდან მაღალი აქტივობა იქნება. ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს ძალიან კარგი ფასდაკლებები შევთავაზოთ.  

მიმდინარე წელს, ტექსტილის ხაზში პრინტიანი მოდელები და ასევე, ვერცხლის სამკაულები დავამატეთ. მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების მხრიდან ფასდაკლებებთან დაკავშირებით, ინტერესი უკვე არსებობს", - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. მათი პროდუქციისთვის ნედლეულის დიდი ნაწილი არის თურქეთიდან, თუმცა წარმოებაში გამოყენებულია სხვა ქვეყნიდან შემოტანილი მასალა და ასევე, გარკვეული პროცენტული წილი ქართულ ტყავსაც უჭირავს.

„კოსმოს“ ამჟამად 8 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში, 1 ფილიალი გორში და 3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში. პროდუქციის რეალიზება „კოსმოს“ ფილიალებში, ონლაინ (სოც. მედია პლატფორმების და საიტის www.cosmo.com.ge საშუალებით) და პარტნიორ მაღაზიებში ხდება.

"იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტამგ ცინცაძე

"იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტამგ ცინცაძე

ეკონომიკა

გამოგვყევით