logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შოურუმის გახსნიდან 2 კვირაში მარაგის 30% გაიყიდა - ხალხმა კარგი და ცუდი ნაძვის ხის გარჩევა ისწავლა" - Winter Time

პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხეების ქართული ბრენდის Winter Time-ის დამფუძნებლის ნინო შენგელიას განცხადებით, შოურუმის გახსნიდან ორი კვირის განმავლობაში მარაგების 30%-ზე მეტი გაიყიდა, ერთ-ერთი მოდელი კი სრულად ამოიწურა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ხალხმა კარგი და ცუდი ნაძვის ხის გარჩევა ისწავლა და შესაბამისად, ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა.

"ვცდილობთ, წლიდან წლამდე ახალი დიზაინები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენი პროდუქცია  პრემიუმ ხარისხის არის და შარშანდელი მონაცემებით, EUR.1-ის სერტიფიკატი მხოლოდ ჩვენ გვქონდა. წლიდან წლამდე მოთხოვნა იზრდება. დაახლოებით, 2 კვირაა, რაც ჩვენი შოურუმი გაიხსნა და ამ ეტაპისთვის, მარაგების 30%-ზე მეტი გაიყიდა. ერთ-ერთი მოდელი საერთოდ აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფასი სხვა ბრენდებთან შედარებით მაღალია, თუმცა ამას ჩვენი ხარისხი განაპირობებს. ჩვენი მომხმარებლის 99%-ია, თუმცა მაგალითად, შარშან რამდენიმე ნაძვის ხე ირლანდიაშიც გავგზავნეთ. 15 დეკემბერს ვიკეტებით ხოლმე, რადგან არც ერთი ერთეული აღარ გვაქვს ხოლმე და ვფიქრობთ, წელსაც ასეთი შედეგები გვექნება. ეს იქიდან გამომდინარეც არის, რომ დიდი რაოდენობა არ ჩამოგვაქვს. ჯამში 36 მოდელი გვაქვს, მათ შორის, 1-მეტრიდან 2.8 მეტრამდე. მარაგის მოცულობა კი, 1000 ცალს შეადგენს. 

მომავალ წელს აუცილებლად გავფართოვდებით, საახალწლო სათამაშოებზე გადასვლაც გვინდა, რომელიც ასევე, ჩვენი დიზაინით იქნება შესაძლებელი", - აცხადებს ნინო შენგელია. 

ცნობისთვის, ბრენდი Winter Time - ნინო შენგელიამ და შალვა ბაბილუამ დააფუძნა. ბრენდმა საქმიანობა 5 წლის წინ დაიწყო, ხოლო ბოლო 2 წელია პროდუქცია კომპანიის ექსკლუზიური დიზაინით მზადდება. ბრენდს თანამშრომლობა აქვს პოლონეთის ერთ-ერთ საწარმოსთან, რომელსაც არ აქვს უფლება პროდუქცია სხვა ქვეყანაში გაყიდოს. Winter Time ნედლეულს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევს და პოლონეთში აგზავნის, სადაც პროდუქციის საბოლოო წარმოება მიმდინარეობს.

გამოგვყევით