logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულება 11.3%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულება 11.3%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1763968633

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.3 პროცენტიანი მატებით, რაც 5.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

"საქსტატის" ცნობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 24.2 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -6.1 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 9.4 პროცენტით, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, 2.13 და 3.98 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში

გამოგვყევით