logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბევრ ადგილობრივ ბიზნესს პროდუქციის მიწოდების სტაბილურობა და ასორტიმენტის განვითარება ძალიან უჭირს" - Wishlist

საქართველოში ბავშვთა სათამაშოების სეგმენტში ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეული სახის პრობლემები აქვთ.

როგორც კომპანია Wishlist-ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, დამკვეთისათვის პროდუქციის მიწოდების სტაბილურობა და ასორტიმენტის განვითარება ბევრ ადგილობრივ ბიზნესს უჭირს.

"სფეროში კონკურენციაც საკმაოდ მაღალი გახლავთ, ჩვენს შემთხვევაში პროდუქცია შემოდის ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან. ძირითადად, აქცენტი ევროპის ქვეყნებზე გვაქვს. რაც შეეხება ადგილობრივ მომწოდებლებს, რა თქმა უნდა, მათთანაც ვთანამშრომლობდით, თუმცა აუცილებელია აღნიშნოს - სტაბილურობა, რაც ბევრ ქართულ ბიზნესს არ ახასიათებს.

ბიზნესის განვითარების პროცესში ბევრი შეზღუდვა შეიძლება შეხვდეთ. მუდმივადაა  პროდუქციის მიწოდების დეფიციტი, ასევე ასორტიმენტის განვითარება საკმაოდ უჭირთ, რაც ცხადია დამატებით სახსრებს მოითხოვს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სწორი ბიზნესს კრედიტები არსებობდეს რადგან კომპანიებმა საკუთარი ბიზნესის განვითარება შეძლონ", - აცხადებს Wishlist-ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია Wishlist-ის შოურუმში ხელმისაწვდომია ბავშვთა სამყაროს კატეგორიაში არსებული ყველა ნივთი. პროდუქცია ევროსტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულია.

კომპანიის ფილიალებში დაგხვდებათ მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ბრენდების მოდელები, როგორიცაა – Anex, Adamex, KikkaBoo, Graco, Pilsan, Baby Merc, Dede, Barbie, Polesie, Byox, Makani, Wader, Mochtoys, Paradiso Toys, Cangaroo/Moni და სხვა.

გამოგვყევით