logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ "იგლ ჰილსის" პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან"

"მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ "იგლ ჰილსის" პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან"

1763748600

მითს არაბიზაციის თაობაზე, საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს. Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა პროექტის ეკონომიკური ეფექტი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის  ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ეს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს არ იწვევს. 

„ამ წლების განმავლობაში, საშუალოდ 15 000 ბინა იყიდებოდა წლის განმავლობაში უცხოელებზე, ანუ ქართველები ყიდულობდნენ დაახლოებით 75 000 ბინას წლის განმავლობაში და უცხოელები - 15 000 ბინას. ამას არ გამოუწვევია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბინები იყიდება უცხოელების საინვესტიციო მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არ იწვევს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს. თავისი ვარაუდი გამოთქვა Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა,  რომ ის ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე. როცა ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა ეკონომიკური ეფექტი. კერძოდ, იგულისხმება რა, რომ როცა 60% უცხოელები ყიდულობენ ბინებს, ეს ნიშნავს, რომ გარედან ქვეყანაში შემოდის დამატებითი რესურსი, დამატებითი ფული და შესაბამისად, დამატებითი წვლილი ეკონომიკაში. ამ კუთხით მან პოზიტიურად წარმოაჩინა თავისი გადმოსახედიდან ეს პროექტი. თუმცა, ჩვენი მოლოდინი არის განსხვავებული, იმიტომ, რომ აქ საუბარია რაზე - მთლიანობაში უნდა გაიყიდოს დაახლოებით 16 000  ბინა, საიდანაც დაახლოებით 7 000 ბინა უნდა გაიყიდოს თბილისში და მეტი უნდა გაიყიდოს გონიოში. 7 000 ბინაზე როცა არის საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ 75 000 ბინას ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად, ამის 10%-ია, წარმოიდგინეთ, როგორი თანაფარდობაა.  ჩვენი ვარაუდია, რომ ქართველები ბევრად მეტს იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა, მაგრამ მოლოდინი ჩვენი ეს არის, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყიდიან მეტს, ბევრად მეტს 50%-ზე. საბოლოო ჯამში, ვნახოთ, რა როგორ დალაგდება. როცა საუბარია 60%-ზე, რაზეც ბატონმა ალაბარმა გაამახვილა ყურადღება, აქ იგულისხმება საერთაშორისო მყიდველები და არა  მყიდველები მაინც და მაინც ერთი კონკრეტული ქვეყნიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. რას ეფუძნება ეს, რომ ამ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, სტატისტიკა როგორია, მაგალითად ბელგრადში, მოხდა თუ არა არაბიზაცია.

სრული აბსურდია, კონკრეტული გამოცდილებაც აჩვენებს იმას, რომ აბსურდია საუბარია არაბიზაციასთან დაკავშირებით“,-  განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკა

გამოგვყევით