logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თორნიკე ზირაქიშვილი: "იგლ ჰილს"-ის რეკორდული ინვესტიცია არის ნდობა ქართული საინვესტიციო ბაზრის მიმართ, რამაც უკვე გააჩინა სხვა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ინტერესი

თორნიკე ზირაქიშვილი: "იგლ ჰილს"-ის რეკორდული ინვესტიცია არის ნდობა ქართული საინვესტიციო ბაზრის მიმართ, რამაც უკვე გააჩინა სხვა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ინტერესი

1763738940

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა “ბიზნესპარტნიორი"-ს ღამის ეთერში „იგლ ჰილს“-ის უპრეცედენტო პროექტის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, პირველ რიგში ეს არის ნდობა ქართული საინვესტიციო ბაზრის მიმართ, რამაც უკვე გააჩინა სხვა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან  დაინტერესება ჩვენი ქვეყნისადმი. 

თორნიკე ზირაქიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებაში ქართული კომპანიები იქნებიან ჩართულნი:

„ძალიან სასიხარულო იყო, როდესაც თავად „იგლ ჰილს“-მა მოინდომა პროექტი განვითარებულიყო ქართული კომპანიების მიერ. ეს სასარგებლო იქნება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე იმ ცოდნის, სტანდარტისა და ხარისხის გაზიარების მხრივ, რაც „იგლ ჰილს“-ს გააჩნია. შედეგად, სამშენებლო პერიოდში შეიქმნება 24 000-მდე, ხოლო ოპერირების დროს 8 000-მდე სამუშაო ადგილი,"-აცხადებს  სააგენტოს “აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე. 

თორნიკე ზირაქიშვილმა ასევე ისაუბრა თუ როგორ იქნება დაცული ბალანსი საერთაშორისო და ადგილობრივ მყიდველებს შორის: „კომპანიამ ქვეყნის მთავარ- რუსთაველის გამზირზე გახსნა ოფისი და იგი ორიენტირებულია ქართველი მყიდველების მოზიდვაზე. „იგლ ჰილს“-ის წარმომადგენლებმა კარგად შეისწავლეს ბაზარი და იციან, რომ შეძლებენ პროექტის რეალიზებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“ - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში  2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა,  სასტუმროების ნაწილში  გაჩნდება 1 500-მდე ნომერი,  კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები. პროექტში $6.6 მლრდ-ის ინვესტირება განხორციელდება.

გამოგვყევით